ჩვენ შესახებ

ინოვაციებისადმი მუდმივი სწრაფვა

ელსაიდი არის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური ინჟინრების გუნდი, რომელიც ისწრაფვის სრულყოფილებისაკენ ყველა პროექტში. ჩვენი კომპანიის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს ხარისხი, სანდოობა და მრავალწლიანი გამოცდილება.

two-interior-designers-working-in-the-office-2023-11-27-04-56-08-utc

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა ხედვებისა და იდეების გარდაქმნა რეალობად ინდუსტრიაში მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების განუხრელი დაცვით. 

ელსაიდის გუნდი მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის მომსახურებას, რაც უფრო მასშტაბურს ხდის დამკვეთის შესაძლებლობებს.

ჩვენ მუდმივად ვნერგავთ თანამედროვე, ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რაც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ ლიდერები ჩვენს ინდუსტრიაში.

ჩვენი ხედვა

ჩვენ ვმუშაობთ მომავლისათვის, სადაც მაღალი ხარისხისა და ინოვაციური ტექნოლოგიების საშუალებით ხელს ვუწყობთ მდგრადი და ტექნოლოგიურად განვითარებული გარემოს შექმნას. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ და ინჟინერიაში ენერგო ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. 

ჩვენი ღირებულებები

ინოვაცია

ჩვენ გვჯერა ინოვაციის ძალის, რთული გამოწვევების გადაჭრისა და წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი გუნდი მიისწრაფვის ახალი იდეებისა და ტექნოლოგიების შესწავლისაკენ უახლესი საინჟინრო გადაწყვეტილებების შესამუშავებლად;

ხარისხი

ხარისხი არის ყველაფრის ქვაკუთხედი, რასაც ვაკეთებთ. ჩვენ ვიცავთ სიზუსტისა და სრულყოფილების უმაღლეს სტანდარტებს, უზრუნველვყოფთ, რომ ყველა პროექტი აკმაყოფილებს ჩვენს მკაცრ ხარისხის სტანდარტს.

სანდოობა

პატიოსნება წარმართავს ჩვენს ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვაწარმოებთ ჩვენს ბიზნესს პატიოსნებით, გამჭვირვალობით და ძლიერი ეთიკური საფუძვლით, ვამყარებთ ნდობას ჩვენს კლიენტებთან და პარტნიორებთან.

მდგრადობა

ჩვენ ერთგული ვართ მდგრადი საინჟინრო პრაქტიკის მიმართ, რომელიც იცავს გარემოს და ხელს უწყობს გრძელვადიან მდგრადობას. ჩვენი იდეები ეფუძნება როგორც ეფექტურობას, ასევე ეკოლოგიურად პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებებს.

ჩვენი სპეციალიზაცია

გამოცდილი ინჟინრებისა და ტექნიკური ექსპერტების მრავალფეროვან გუნდთან ერთად, ელსაიდი ახორციელებს მაღალი დონის საინჟინრო მომსახურებას, როგორც საპროექტო ისე საშემსრულებლო ნაწილში.

ჩვენი მულტიდისციპლინური მიდგომა საშუალებას გვაძლევს გავუმკლავდეთ საინჟინრო გამოწვევების ფართო სპექტრს, მივაწოდოთ მომხმარებლებს ინოვაციური გადაწყვეტილებები, რომლებიც არის როგორც პრაქტიკული, ასევე ვიზუალური.

თქვენი სანდო პარტნიორი ინტეგრირებულ MEP გადაწყვეტილებებში

ელსაიდი პროექტირებასა და შესრულებაში